შსს - პოლიციამ ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავა - ბრალდებულმა 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ, 374 000 აშშ დოლარი მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საზღვარგარეთიდან 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადახდილი 374 000 აშშ დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა