გიორგი სიორიძე პატიმრების შეწყალებაზე - თუ ეს ახლა მოხდება, ახალი პატრიარქი შიო მესამე სთხოვს შეწყალებას და ამას გაითვალისწინებენ, ეს კარგი იქნება ყველასთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ საზოგადოებისთვის, ამ ძნელბედობის ჟამს

თუ ეს [პატიმრების შეწყალება] ახლა მოხდება, ახალი კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე სთხოვს შეწყალებას და ამას გაითვალისწინებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ყველასთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ საზოგადოებისთვის, ამ ძნელბედობის ჟამს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქ, შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „მთავარია ეს ადამიანები ვიხილოთ თავისუფლებაზე“.

„საქართველოს ეკლესიას ჯერ კიდევ ილია მეორის დროს ჰქონდა ეს სურვილი გამოხატული, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გადადგმული ნაბიჯი არ გვინახავს. მთავარია, პირველ რიგში, შედეგი, რომ პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები იყვნენ თავისუფლები. თუ ეს ახლა მოხდება და ახალი კათოლიკოს - პატრიარქი, შიო მესამე სთხოვს შეწყალებას და ამას გაითვალისწინებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ყველასთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ საზოგადოებისთვის, ამ ძნელბედობის ჟამს. ჩვენთვის მთავარია ადამიანები ვიხილოთ თავისუფლებაზე. ის ადამიანები, ვინც უსამართლოდ სხედან ახლა ციხეში. თუ ეს მომენტი იქნება ამისთვის გამოყენებული, ამას მგონი ყველა უნდა მიესალმოს მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, შედის საქართველოს და ქართული საზოგადოების ინტერესებში. როგორ და რა ფორმით მოხდება, რა მასშტაბით მოხდება, ეს უკვე მეორეხარისხოვანი იქნება“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გარდა ამისა, მან ახალი პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ფურცელი იწერება დღეს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში.

„ახლა ძალიან მძიმე ჯვარი აქვს ახალ პატრიარქს, შიო მესამეს, რომელსაც მე ვუსურვებ, რომ ღირსეულად ატაროს არამხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსთმთავრის ფუნქცია, არამედ ის დიდი ფუნქციაც, რომელიც ჰქონდა ილია მეორეს - ქართველი ხალხის მაკონსოლიდირებელი და ერის გამაერთიანებლის ფუნქცია. ვულოცავ სრულიად საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას, მრევლს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს და ძალიან დიდი ოპტიმიზმითა და იმედით შევუდექით დღევანდელ დღეს. ახალი ფურცელი იწერება საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“, - განაცხადა სიორიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე