ზვიად შალამბერიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე - სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული ქვეყნები ფაქტებისგან დაცლილ რეზოლუციებს აქვეყნებენ - ერთადერთს ვითხოვთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, კრიტიკულიც, ფაქტებით იყოს გამყარებული

სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული ქვეყნები და ევროპელი ლიდერები ყველანაირი ფაქტებისგან დაცლილ რეზოლუციებს აქვეყნებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ითხოვს, რეზოლუციები ფაქტებით იყოს გამყარებული და არა არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე დაფუძნებული.

„არაერთი რეზოლუცია ყოფილა მსგავსი. სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული ქვეყნები და ევროპელი ლიდერები ყველანაირი ფაქტებისგან დაცლილი რეზოლუციებს აქვეყნებენ. ჩვენ ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, ისაა, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, ეს შეიძლება იყოს კრიტიკულიც კი, იყოს იმ ფაქტებით გამყარებული, რომელიც რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხდება და არა რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე დაფუძნებული,“ - განაცხადა შალამბერიძემ.

გარდა ამისა, მან საზოგადოებას ახალი პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია მიულოცა.

მან, ასევე, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. დღეს მოხდა ჩვენი ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია და ხვალ და ზეგ რა იქნება, ყველა ერთად ვნახავთ,“ - განაცხადა შალამბერიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა