შალვა პაპუაშვილი - შენდობას წინ ყოველთვის უნდა უძღოდეს სინანული - არის თუ არა სინანული მათში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით“, პარლამენტის გადაწვა, ქვეყნის დამხობა?!

შენდობას წინ ყოველთვის უნდა უძღოდეს სინანული - არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით“?! სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა?! სცადეს ქვეყნის დამხობა?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს აქციების დროს დაკავებულების შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე.

„შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც. ამიტომ ითქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით“?! არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა?! არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა?! ამიტომ შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა