შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოვა - ჩვენ ახლა ვიხილავთ ზიზღის ნიაღვარს, რომელიც აუცილებლად წამოვა, სახელმწიფოსთან ერთად, ეკლესიის წინააღმდეგ

ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოვა - ჩვენ ახლა ვიხილავთ ზიზღის ნიაღვარს, რომელიც აუცილებლად წამოვა, სახელმწიფოსთან ერთად, ეკლესიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის უკან უცხოელი დამკვეთები დგანან.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ის უცხოელები, რომლებიც „ძმად და მეგობრად მივიღეთ, დღეს ცდილობენ ჩვენს მოხრჩობას როგორც სახელმწიფოსი, ასევე ეკლესიის“.

„როდესაც ადამიანთა ჯგუფი აცდენილია ეროვნულ გზას, ეკლესიის გზას, ქვეყნის ინტერესების გზას, იქ, რა თქმა უნდა, ამ ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოვა. სწორედ ამას ვხედავთ - რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სწორედ ეს სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ.

სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი ოპოზიცია. ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დავინახოთ კონკრეტული ოპოზიციური სახეები. ამის უკან უნდა დავინახოთ მათი უცხოური დამკვეთები. ხაზი, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს. ჩვენ ვიხილავთ ახლა ზიზღის ნიაღვარს, რომელიც აუცილებლად წამოვა, სახელმწიფოსთან ერთად, ეკლესიის წინააღმდეგ. კარგად დავაკვირდეთ, ვინ ართმევს ამ ხალხს ხელს, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელი უცხო ქვეყნების საჯარო ინსტიტუტების კორიდორებში დადიან, რომელ საელჩოებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს. ეს არის სამწუხარო რეალობა. ის უცხოელები, რომლებიც ჩვენ ძმად და მეგობრად მივიღეთ, დღეს ცდილობენ ჩვენს მოხრჩობას როგორც სახელმწიფოსი, ასევე ეკლესიის. სწორედ მათი ბიძგით, მათი კარნახით და დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა