ახმეტელის თეატრი „ანტიგონეს“ პრემიერას გამართავს

16, 17, 23 მაისს, ახმეტელის თეატრი წარმოგიდგენთ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ პრემიერას, მე-20 საუკუნის ფრანგი დრამატურგის, ჟან ანუის საკულტო პიესას - "ანტიგონე", ირაკლი გოგიას რეჟისურით. ინფორმაციას ახმეტელის თეატრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპექტაკლი მაყურებელს სთავაზობს არა უბრალოდ ძველბერძნული მითის გადააზრებას, არამედ მწვავე დისკუსიას თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს ეგზისტენციალურ საკითხებზე.

„სპექტაკლის ცენტრში ორი რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობის შეჯახებაა. ანტიგონე არის სიმბოლო ახალგაზრდული შეუვალობისა, რომელიც უარს ამბობს სისტემის მიერ შემოთავაზებულ „კომფორტულ დუმილსა“ და „ნახევარ სიმართლეებზე“. მის პირისპირ კი დგას კრეონი - პრაგმატული ძალაუფლების განსახიერება, რომლისთვისაც სახელმწიფოებრივი წესრიგი და კანონი უზენაესი მორალია.

შესაძლებელია თუ არა ბედნიერება იქ, სადაც სიმართლე აკრძალულია?

სად გადის ზღვარი სახელმწიფოებრივ აუცილებლობასა და ადამიანურ ღირსებას შორის?

რამდენად საჭიროა მსგავსი რადიკალური დიქოტომიები ქვეყნის მომავლისთვის?

ჟან ანუიმ პიესა მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპირებულ პარიზში დაწერა, რაც ნაწარმოებს განსაკუთრებულ პოლიტიკურ და სოციალურ მუხტს სძენს. დადგმა იკვლევს იმ სახიფათო ზღვარს, რომელიც სახელმწიფოებრივ აუცილებლობასა და ადამიანურ ღირსებას შორის გადის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სპექტაკლის რეჟისორია ირაკლი გოგია, მხატვარი კი - მარიკა კვაჭაძე და ლანა გოგოლაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ანა ჯავახიშვილი, ანდრია გველესიანი, ანანო გულედანი, ჯორჯი დვალიშვილი, გვანცა კანდელაკი, ნიკა თეთრაძე, სოფია სებისკვერაძე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე