ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს და მოუწოდებს კირ სტარმერს, ჩაერთოს ქართველი ოპერის მომღერლის საქმეში

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოპერის თეატრი „კოვენტ-გარდენი“ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს. შესაბამის განცხადებას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

კერძოდ, სამეფო ოპერის თეატრი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდებს, რომ ჩერთოს პაატა ბურჭულაძის საქმეში.

სტარმერისადმი წერილში, სამეფო ოპერის თეატრის კასტინგის დირექტორი, პიტერ კატონა აღნიშნავს, რომ ბურჭულაძე “ისჯება, როგორც გაფრთხილება მათთვის, ვინც ბედავს რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას”.

“გწერთ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყრო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლისა და ჩვენი ძვირფასი მეგობრის, პაატა ბურჭულაძის მდგომარეობას, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს პრორუსული, ავტორიტარული რეჟიმის მიერ.

ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან…

სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტ პოლიტპატიმარს შორისაა. ბოლო მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 300-ზე მეტმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.

თქვენი ყურადღება და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მომავლის შესანარჩუნებლად იბრძვის”, - წერს კატონა წერილში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე