გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, 26 მაისს ბევრნი ვიქნებით, ეს არის ერთიანობის დღე - ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს წინ ვერაფერი დაუდგება

„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერები „კარდაკარის“ კამპანიის ფარგლებში მეტროსადგურ „დიდუბესთან“ მოსახლეობას ხვდებიან.

ლიდერები, მოსახლეობას 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აწვდიან და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისს ბევრნი ვიქნებით. ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და ჩვენ პირადად გადავცემთ მოსაწვევს. ეს არის ერთიანობის დღე. ჩვენ არა თუ უკან არ ვიხევთ, არამედ ერთად ვდგავართ და ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს წინ ვერაფერი დაუდგება.

ვაგრძელებთ კამპანიას, დღეს „დიდუბეში“ ვართ და კამპანიას ვაგრძელებთ. განწყობა პოზიტიურია. ხვალ გლდანში გადავინაცვლებთ და მთელ თბილისს მოვივლით“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, „ოპოზიციის ალიანსმა“ „კარდაკარის“ კამპანია თბილისში 11 მაისს დაიწყო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა