საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს აპლიკაციების მიღებას AI ჰაკათონზე

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს აპლიკაციების მიღებას AI ჰაკათონზე. ინფორმაცის ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, AI ჰაკათონის მიზანია ისეთი გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ბიზნესის რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს პასუხობს.

„მონაწილეები იმუშავებენ სხვადასხვა პრობლემის გარშემო და შექმნიან პრაქტიკულ გადაწყვეტებს, რომლებიც ბიზნესს პროცესების გაუმჯობესებასა და ეფექტიან ზრდაში დაეხმარება.

გამარჯვებულები, სავაჭრო პალატის დაფინანსებით, GITEX-თან პარტნიორობის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებიან ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს AI კონფერენციაზე – GITEX AI EUROPE, რომელიც 2026 წლის 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით Messe Berlin-ში, გერმანიაში გაიმართება.

ღონისძიება მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდნენ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ისეთ წამყვან კომპანიებს, როგორებიცაა Amazon Web Services, Hewlett-Packard, AMD და სხვ. ასევე, დაესწრონ საერთაშორისო დონის კონფერენციებსა და მასტერკლასებს OpenAI-ისა და Bosch-ის მონაწილეობით. პროგრამა აერთიანებს ინოვაციურ სტარტაპებს, მათ შორის Perplexity-ს, Miro-სა და DeepL-ს, აგრეთვე, 100-ზე მეტი ქვეყნის ექსპოზიტორებსა და ინვესტორებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება Supernova Pitch Competition-იც, სადაც სტარტაპები €50,000-ზე მეტი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ.

ჰაკატონში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც მოქმედმა კომპანიებნა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, სტარტაპებმა, სტუდენტებმა და ა.შ. (დეტალები იხილეთ სარეგისტრაციო ფორმაში).

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 17 მაისის ჩათვლით: https://forms.gle/bD4AQjAag5dUoDjm9“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში