მსოფლიო პატრიარქი შიო III-ს - ძმური სიყვარულით გილოცავთ, თქვენო უნეტარესობავ! ვლოცულობთ, მოგენიჭოთ ხანგრძლივი, ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

მისმა უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მის უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს გულთბილი მილოცვა გაუგზავნა და ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა უსურვა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დიდი სიხარულით მივიღეთ, როგორც პირადად, ისე მსოფლიო საპატრიარქოში მოღვაწე ყველა პირთან ერთად, სასიხარულო ცნობა თქვენი უნეტარესობის ღირსეული არჩევის შესახებ სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ საპატრიარქო ტახტზე, ახლად გარდაცვლილი და მარად სახსენებელი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ღირსეულ ეკლესიასა და მთლიანად მართლმადიდებლობას ნათელი და ისტორიული მსახურება გაუწია. ძმური სიყვარულით გილოცავთ, თქვენო უნეტარესობავ! ვლოცულობთ, მოგენიჭოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, თქვენი ერთგული სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ასევე, ჩვენთან და მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიული თანამშრომლობით, მართლმადიდებლური ერთიანობის, თანამშრომლობისა და მსოფლიოს წინაშე ერთობლივი მსახურებისთვის“, – აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები