ტატა ხვედელიანი - წელს აბიტურიენტებს საკუთარი მომავალი პროფესიის არჩევა უწევთ უპრეცედენტო ქაოსისა და გაურკვევლობის ფონზე - განათლების ეს რეფორმა „ოცნების“ არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დადასტურებაა

წელს აბიტურიენტებს საკუთარი მომავალი პროფესიის არჩევა უწევთ უპრეცედენტო ქაოსისა და გაურკვევლობის ფონზე - განათლების ეს რეფორმა „ოცნების“ არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაც დეკემბერში საკანონმდებლო ინიციატივით დაიწყო და დღემდე გრძელდება, არის ნაჩქარევი და გაუაზრებელი ნაბიჯი.

ხვედელიანი აღნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან დღემდე არ არის გამოცემული დადგენილება, რომელიც დაადგენს უმაღლესი სასწავლებლებში ფაკულტეტების გადანაწილებას.

„11 მაისს დასრულდა აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომელიც 2026 წლის 6 აპრილს დაიწყო. წელს აბიტურიენტებს საკუთარი მომავალი პროფესიის არჩევა უწევთ უპრეცედენტო ქაოსისა და გაურკვევლობის ფონზე. 2025 წლის ნოემბერში კობახიძის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაც დეკემბერში საკანონმდებლო ინიციატივით დაიწყო და დღემდე გრძელდება, არის ნაჩქარევი და გაუაზრებელი ნაბიჯი. ის არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის რეალურ გამოწვევებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო და მინისტრი საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს განათლების პროცესში შეფერხებები მოსალოდნელი არ იყო, რეალობა სრულიად საპირისპიროა:

რეგისტრაციის დასრულების შემდეგაც კი დღემდე არ არის განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოდელი, მეთოდი, ფორმულა და ერთი სტუდენტის ფინანსური ნორმატივი.

2026 წელს, პირველად ისტორიაში, ცნობარი აბიტურიენტებისთვის დაგვიანებით გამოქვეყნდა - თებერვლის ნაცვლად, მხოლოდ 4 აპრილს, რეგისტრაციამდე 2 დღით ადრე. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის განაცხადის ვადამ ორი თვით გადაიწია, რაც სერიოზულ გამოწვევას ქმნის როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ისე პროცესში ჩართული ყველა პირისთვის.

მთავრობის მხრიდან დღემდე არ არის გამოცემული დადგენილება, რომელიც დაადგენს უმაღლესი სასწავლებლებში ფაკულტეტების გადანაწილებას.

დღეს დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღებითაც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნებათ სტუდენტებს.

ამ ცვლილების ახლა შემოტანაც ადასტურებს მთავრობის ნაჩქარევ რეფორმას, რადგან დეკემბერში განხორციელებული ცვლილებებით ფაქტობრივად გაუქმებული იყო სამართლებრივი ჩარჩო რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სტუდენტებს გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევდა. განათლების ეს რეფორმა „ოცნების“ არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ პროცესის მთავარი მსხვერპლი კი არიან ახალგაზრდები, მათი ოჯახები და ქვეყნის მომავალი თაობა“, - განაცხადა ხვედელიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები