„ვერა რეზიდენსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე, კომპანია „ვერა რეზიდენსი“, საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) წევრი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

„ვერა რეზიდენსი“ თბილისში ოპერირებს, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი, სასტუმრო და სარესტორნო პროექტების განვითარებასა და მართვაზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებას, როგორიცაა დეველოპერული საქმიანობა, სასტუმროებისა და სარესტორნო ობიექტების მართვა-ოპერირება, ინვესტიციური პროექტების განვითარება და უძრავი ქონების ადმინისტრირება. „ვერა რეზიდენსის“ პორტფელში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ვერის უბანში მდებარე 127-ნომრიანი სასტუმრო Castor & Pollux, რომელიც 2023 წლიდან დედაქალაქის სტუმრებს წარმატებით მასპინძლობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვერა რეზიდენსის“ დამფუძნებელი გიორგი ქორიძე, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მრავალფეროვან ბიზნესპორტფელს ფლობს, აღნიშნავს, რომ ასოციაციაში გაწევრიანება კომპანიის განვითარების სტრატეგიული ნაბიჯია, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს გუნდს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ბიზნესის მდგრადობაში.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმები მოიცავს სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაფართოებას, კერძოდ საცურაო აუზისა და სპა ცენტრის მოწყობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ობიექტის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციას კიდევ ერთი პერსპექტიული და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია შემოუერთდა. „ვერა რეზიდენსის“ გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ასოციაციისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ხელს შეუწყობს სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას”- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები