ტატა ხვედელიანი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე - „ოცნება“ არის პასუხისმგებელი იმ მწვავე შეფასებებზე, რაც ევროპის ქვეყნების მხრიდან სახელდება

„ოცნება“ არის პასუხისმგებელი იმ მწვავე შეფასებებზე, რაც ევროპის ქვეყნების მხრიდან სახელდება - ფაქტია, რომ „ოცნება“, აგრესიული რიტორიკით და საკუთარი ქმედებებით, ევროპული დღის წესრიგიდან ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო მეტად აშორებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მწვავე შეფასებების მიღმა არის ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

„ჩვენ ევროპის ქვეყნების მხრიდან ბევრი კრიტიკა, მწვავე შეფასებები გვესმის და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებს, რა თქმა უნდა, „ოცნება“. ის არის პასუხისმგებელი იმ მწვავე შეფასებებზე და გამოწვევებზე, რაც ევროპის ქვეყნების მხრიდან სახელდება. ფაქტია, რომ „ოცნება“ დღეს, აგრესიული რიტორიკით და საკუთარი ქმედებებით, ახორციელებს, ფაქტობრივად, ევროპული დღის წესრიგიდან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ დაშორებას. ამაზე მოწმობს ყველა ის რეზოლუცია, ყველა ის მწვავე შეფასება, რომელიც ევროპული ქვეყნების მხრიდან კეთდება. რა თქმა უნდა, ამ მწვავე შეფასებების მიღმა არის ის რეალობა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამის მაუწყებელია ეს“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები