თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს, მთავრობის ნაცვლად, თბილისის საკრებულო დაადგენს

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს თბილისის საკრებულო დაადგენს.

შესაბამისი უფლებამოსილება დედაქალაქის საკრებულოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ეძლევა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება თბილისის მუნიციპალურ ორგანოზე უნდა იყოს დელეგირებული და მთავრობასთან შეთანხმებას არ უნდა საჭიროებდეს. მისი თქმით, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს თბილისის საკრებულო დაადგენს.

დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, თბილისში სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის წესს თბილისის საკრებულო განსაზღვრავს, თუმცა ეს წესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ საკითხებს არ შეეხება.

„თბილისის განვითარების ფონდი“ მასშტაბურ სამუშაოებს აწარმოებს, რაც დაკავშირებულია სკვერების, ქუჩების, კვარტლების რეაბილიტაციასთან. თბილისის იმ ნაწილებში, სადაც არის ისტორიული ძეგლები, ხშირად ვხვდებით სარდაფებს, არტეფაქტებს. მსგავსის აღმოჩენის შემთხვევაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხშირად ფერხდება და პროექტი კორექტირებას საჭიროებს, რაც დაკავშირებულია დროსთან და დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს იწვევს

ახალი რეგულაცია საკითხის კომფორტულად გადაწყვეტას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი. საჭიროა ხელი შევუწყოთ თბილისის მერიის, საკრებულოს და “თბილისის განვითარების ფონდის“ მუშაობას. ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს.

საკომიტეტო განხილვისას პროექტის გარშემო არც კითხვები დასმულა და არც მოსაზრებები გამოთქმულა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს