ანი ნადარეიშვილი - აქამდე ვინც მოიყვანეს, სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან კავშირი არ აქვთ - ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით

მოწმეებს ბაჩო ახალაიასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ბაჩო ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

„აქამდე ვინც მოიყვანეს ე.წ. დაზარალებულები იყვნენ, ე.წ. ვამბობ, რადგან სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თვითონვე აფიქსირებენ სასამართლო პროცესებზე, რომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლიათ, უბრალოდ, 4 ოქტომბრის მოვლენებს ჰყვებიან დაზეპირებულად. ასევე, მოჰყავთ ღობის ექსპერტები, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს",- აცხადებს ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, დადგენილი არ არის არათუ ბაჩო ახალაიასა და კონკრეტულ პირებს შორის საუბრის შინაარსი, არამედ, საერთოდ რა კუთხით გამოიყენა ინტერნეტი.

„არ არსებობს არათუ საუბრის შინაარსი, არამედ, ოჯახის წევრებიდან, რომლებიც სახლში ვიმყოფებოდით, კონკრეტულად ვინ რა მოწყობილობით გამოიყენა ინტერნეტი. არათუ ზარებზეა საუბარი, საერთოდ რა კუთხით იქნა გამოყენებული ინტერნეტი, ამასაც ვერ ადგენენ, შინაარსზე და ზარზე ზედმეტია საუბარი. ჩვენი ინტერნეტის მოხმარების ტრაფიკი აქვთ ამოღებული და ამოღებული აქვთ, იგივე პაატა მანჯგალაძის ინტერნეტი, იმ დღეს რომ იყენებდა. მაგალითად, კობახიძისაც შეიძლება დაემთხვეს და დარწმუნებული ვარ, რომელიღაც მონაკვეთში, წუთში და წამში, კობახიძის ინტერნეტის გამოყენებას ჩემი სახლის ინტერნეტის გამოყენებას სადღაც დაემთხვეოდა",- განაცხადა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები