თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.

„პროგრამა, რომელიც 2025 წელს პირველად ამოქმედდა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა — გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებითი ღირებულების შექმნას და ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე მინიმუმ ორი წელია უწყვეტად ოპერირებს.

„უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესგეგმებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა ტექნოლოგიები და დანადგარები შეიძინონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თანადაფინანსებას განსაზღვრული პირობები აქვს, დეტალური ინფორმაცია და განაცხადის პროცედურები კი ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრა: 5 000 ლარამდე - 90%; 5 001-დან 20 000 ლარამდე - 85%; 20 001 ლარიდან - 30 000 ლარამდე - 80%; 30 001-დან 70%“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება. თანადაფინანსება არ ვრცელდება მომსახურებასა და სწრაფი კვების ობიექტებზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები