ალუდა ღუდუშაური „ოპოზიციურ ალიანსზე“ - თავიდან შედარებით მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ, შემდეგ ვნახეთ, როგორ დავიწროვდნენ - მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ თავყრილობებს

[„ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლები] თავიდან შედარებით მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ დავიწროვდნენ - მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ ხოლმე ასეთ შეხვედრებს და თავყრილობებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან და მათ არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ.

„სახელი მოიფიქრეს და „ალიანსი“ დაარქვეს, სინამდვილეში რაის ალიანსი უნდა იყოს, შიგნით ვინც არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ქვეყანა, სამშობლო და ა.შ. ვხედავთ ერთმანეთში როგორი დაპირისპირება აქვთ. არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც ქართველი ხალხისთვის არანაირ ნიშნულს არ წარმოადგენენ. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან, თანმიმდევრულები არ არიან და ძალიან ლოგიკურად, არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ.

თქვენ ხედავდით, რომ თავიდან, შედარებით მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ დავიწროვდნენ. მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ ხოლმე ასეთ შეხვედრებს და თავყრილობებს," - განაცხადა ღუდუშაურმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები