მარიამ ლაშხი - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს - ეს დოკუმენტი უბრალოდ, რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი პულსის მომცემია

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს - ეს დოკუმენტი უბრალოდ, რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი პულსის მომცემია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია არის „პირდაპირ, უხეში ჩარევა საფრანგეთის მხრიდან“.

„ვხედავთ რომ საფრანგეთის ქვედა პალატაში ხდება რეზოლუციის განხილვა. ეს არის კიდევ ერთი მორიგი რეზოლუცია, რომელიც არ ეფუძნება არც ფაქტებს. აქ არის ის ჭორაობა და წინადადებები, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს. ამ რეზოლუციის მიღება თუ განხილვაში ყველაზე ცუდი არის ის, რომ მისი ავტორი, მისი შემოქმედი და ლობისტი არის ქართველი. ჩვენ ისტორიულად გვახსოვს, რომ თუ ვინმე ჰყავდა საქართველოს თავის ისტორიაში ყველაზე უფრო ცუდი დამაზიანებელი და მტერი, ეს ყოველთვის, სამწუხაროდ, ქართველი ადამიანების ხელით ხორციელდებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე, რომელიც არის ამ რეზოლუციის ავტორი, ცდილობს, რომ ზიანი მიაყენოს საფრანგეთის სენატს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს. ეს რეზოლუცია არის უბრალოდ, კიდევ ერთი პულსის მომცემი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც ჩვენი საზოგადოება აფასებს. თვითონ საფრანგეთის პარლამენტის წევრები აფასებენ ამ რეზოლუციას. თვითონ საფრანგეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „როდესაც ცდილობ სხვისი ქვეყანა დაალაგო და იწყებ დასუფთავებას, პირველ რიგში, შენი უნდა დაასუფთაოო“. ამბობენ, „ძალიან ბევრი მწვავე გამოწვევა გვაქვს საფრანგეთში, რომელზეც პარლამენტში საუბარი არ მიმდინარეობსო“ და თურმე, საქართველოს შესახებ ჭორაობაზე დაფუძნებული დოკუმენტის განხილვას იწყებენ. ესეც კითხვებს ბადებს," - განაცხადა ლაშხმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები