ადვოკატი - არ არსებობს მყარი არგუმენტი ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან მიმართებაში ბაჩო ახალაია იძლეოდა დავალებებს - ამის დამადასტურებელი ვიდეო, აუდიოჩანაწერი თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებასაქმეში არ მოიპოვება

არ არსებობს მყარი არგუმენტი ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ ბაჩო იძლეოდა დავალებებს, მითითებებს. ამის დამადასტურებელი ვიდეო, აუდიოჩანაწერი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, გია გოროზიამ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ტარდებოდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი დაიკითხა.

„დღეს დაზარალებული პირი დაიკითხა. ბაჩოს მხრიდან არაერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ არ იყო შესაბამისი ზომები მიღებული, თუკი, სახელმწიფო ელოდა და ფიქრობდა, რომ გარკვეული სახის თავდასხმა მოხდებოდა სახლმწიფო მნიშვნელობის ობიექტზე - პრეზიდენტის სასახლეზე, პასუხი ასეთი იყო, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო. არაერთი პირი იმყოფებოდა მაშინ პრეზიდენტის რეზიდენციაშიო, მაგრამ რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან, იმ მომენტში იმყოფებოდა თუ არა პრეზიდენტი მისივე სასახლეში. დაზრალებულმა ბაჩოსთან მიმართებაში აღნიშნა, რომ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, თუ რა არის ბაჩოასთან მიმართებაში, მოწმემ აღნიშნა, რომ არ იცის.

რა რაოდენობის პროცესიც არ უნდა ჩატარდეს ბაჩოს საქმეზე, შეუძლებელია, ობიექტური სასამართლოს პირობებში, ბაჩოს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იყოს გამოყენებული. არ არსებობს მყარი არგუმენტი, ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ ბაჩო იძლეოდა დავალებებს, მითითებებს. ამის დამადასტურებელი ვიდეო, აუდიოჩანაწერი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება და ვერც იქნება, რადგან ბაჩო წარდგენილ ბრალდებასთან შემხებლობაში არ ყოფილა“, - განაცხადა გოროზიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს