BTU მომავლის უნივერსიტეტია - კლაუს შვაბი, World Economic Forum-ის დამფუძნებელი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კლაუს შვაბის წიგნის - „Universities, Professors, and Students in the Intelligent Age” - პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება თავად წიგნის ავტორმა, World Economic Forum-ის დამფუძნებელმა, პროფესორმა კლაუს შვაბმა გახსნა. მან აუდიტორიას მიმართა და ისაუბრა უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტების როლზე ინტელექტუალური ეპოქის ფორმირებაში.

გამოსვლაში კლაუს შვაბმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების ტრანსფორმაციაზე, ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენასა და იმ ახალ პასუხისმგებლობაზე, რომელიც უნივერსიტეტებს თანამედროვე ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში ეკისრებათ.

კლაუს შვაბმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი BTU-ს განვითარების ხედვას და აღნიშნა, რომ ბიზნესის, ტექნოლოგიების, მეწარმეობისა და ინოვაციების ინტეგრირებით უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სისტემური აზროვნების მიმართულებით. მისი შეფასებით, თანამედროვე უნივერსიტეტების მთავარი ამოცანაა, სტუდენტებს ასწავლონ არა მხოლოდ ვიწრო, ერთ მიმართულებაზე ორიენტირებული ცოდნა, არამედ ჰორიზონტალური, ინტერდისციპლინური აზროვნება, რადგან დღევანდელ სამყაროში ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. შვაბის თქმით, ინტელექტუალურ ეპოქაში უნივერსიტეტებმა სტუდენტები უნდა აღჭურვონ იმ უნარებით, რომლებიც დაეხმარებათ კომპლექსური გამოწვევების გააზრებაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანური შესაძლებლობების განვითარებაში და ცოდნის პრაქტიკულ მოქმედებად გარდაქმნაში. ამ კონტექსტში მან BTU „მომავლის უნივერსიტეტად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მიმართულებები სწორედ იმ ხედვას ქმნის, რომელიც თანამედროვე განათლებისთვის აუცილებელია.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო წიგნში წარმოდგენილი ძირითადი იდეები - როგორ იცვლება სწავლებისა და კვლევის მოდელები ინტელექტუალურ ეპოქაში, რა უნარები დასჭირდებათ სტუდენტებს მომავლის შრომის ბაზარზე და როგორ უნდა მოემზადონ უნივერსიტეტები ახალი რეალობისთვის.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები