ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს თურქეთის ელჩმა უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გაცნობითი ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩმა ირაკლი ყანდაშვილს თურქეთის საელჩოში უმასპინძლა.

„შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატება უსურვა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, ძირითადი მიმართულებები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის იურიდიულ პროფესიულ წრეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები ერთობლივი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს