ბერდია სიჭინავა - ხვალ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი ერგნეთში და იქ განსახილველ საკითხებს, ისევ მალავს „ჩვენი“ მხარე

ხვალ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი ­ერგნეთში და იქ განსახილველ საკითხებს, ისევ მალავს „ჩვენი“ მხარე,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, „ღალატს სიჩუმე და დამალვა ახასიათებს“.

„ხვალ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი ერგნეთში და იქ განსახილველ საკითხებს, ისევ მალავს „ჩვენი“ მხარე.

როგორც ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო აცხადებს (შეგახსენებთ, ამ სააგენტოს ოფიციალურ სტატიებს პროკურატურა საკუთარ მტკიცებულებებად იყენებს სასამართლოში გიორგი გახარიას წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ), ერგნეთში შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იქნება 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ე.წ. სამხრეთ ოსური მხარის მიერ სოფელ უისტას ტერიტორიად მიჩნეულ ადგილზე განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის მოხსნის საკითხი.

ღალატს სიჩუმე და დამალვა ახასიათებს, მაგრამ ჩორჩანას საქმეზე ძალიან ხმაურობს და ამ საქმიდან გაძრომას ვერ შეძლებს ვერავინ“,- წერს სიჭინავა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები