საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ - დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ - დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ხოლო მხარდამჭერი - რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, „ენერგეტიკის ღია სივრცე“ მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და დარგით დაინტერესებული საზოგადოებისათვის თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხების გაცნობას, პროფესიული დისკუსიის ხელშეწყობასა და მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაძლიერებას.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება და სხვადასხვა მიმართულების წამყვან მეცნიერებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს გააერთიანებს. პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის განცხადებით, პირველი საჯარო ლექცია პროფესორმა გიორგი არზიანმა თემაზე - „ელექტრული ენერგიის ხარისხის უხილავი რისკების შეფასება თანამედროვე ელექტრულ სისტემებში“, ჩაატარა.

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ ჩვენი ფაკულტეტის ახალი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებული საზოგადოებისათვის თანამედროვე ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება. „ენერგეტიკის ღია სივრცე“ სტუდენტებსა და მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ დარგის პროფესიონალებთან, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მონაწილეობა მიიღონ აქტუალურ სამეცნიერო დისკუსიებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი იყოს სივრცე სადაც მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია ენერგეტიკის მომავლის, ტექნოლოგიური განვითარების და დარგის გამოწვევების შესახებ. პროფესორ გიორგი არზიანის ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა თანამედროვე ელექტრული სისტემების ფუნქციონირებისას წარმოქმნილი ის გამოწვევები და რისკები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგომომარაგების ხარისხზე, სისტემების საიმედოობასა და ენერგოეფექტიანობაზე“, - აცხადებს ქეთევან ქუთათელაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები