„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ჩვენთან ყოველ ხუთშაბათს განახლდება „სოციალურ კალათაში“ შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი - ასეთი პროდუქტები ფილიალებში გამოყოფილი იქნება წარწერით: „შეიძინე საუკეთესო ფასად“

„ნიკორა სუპერმარკეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, სალომე ჭელიძის ინფორმაციით, „ნიკორას“ სუპერმარკეტებში ყოველ ხუთშაბათს განახლდება პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ქსელში საუკეთესო ფასად გაიყიდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სალომე ჭელიძემ განუცხადა, მომხმარებელმა მარტივად რომ გაარჩიოს სოციალური კალათის აქცია სტანდარტული აქციისგან, ფილიალში გამოყოფილი იქნება წარწერით: „შეიძინე საუკეთესო ფასად“.

მისივე თქმით, ყოველკვირეულად განახლებულ კალათაში აუცილებლად იქნება შესული ბაკალეის, რძის პროდუქტებისა და ხორცის მიმართულება.

„ჩვენთან 7 მაისიდან დაიწყო აქცია. სამომხმარებლო კალათის პროდუქტები გამოვყავით და ყოველ ხუთშაბათს განახლდება ეს პროდუქტები. შესაბამისად, განახლდება ხვალაც ამ პროდუქტების კატეგორიები და ფასები. 7 მაისს რა აქციაც დაიწყო, ეს დღეის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი და ხვალიდან უკვე ახალი შეთავაზება დახვდება მომხმარებელს. ჩვენს ქსელში ისედაც გვქონდა სხვადასხვა საფასო შეთავაზება, თუმცა მომხმარებელს მარტივად რომ გაერჩია სოციალური კალათის აქცია სტანდარტული აქციისგან, გამოვყავით ფილიალში, სადაც აწერია „შეიძინე საუკეთესო ფასად“. ამ კომუნიკაციით სოციალურ ქსელში ბანერებსაც ვდებთ, სადაც პროდუქტები იქნება ასახული, თავისი ძველი და ახალი ფასებით.

ყოველკვირეულად იცვლება ამ პროდუქტების შემადგენლობაც და ფასებიც. მიმდინარე აქციის ფარგლებში დაახლოებით 10-15 დასახელების პროდუქციაა შესული. აქ არის კვერცხი, ქათამი, კარაქი, შაქარი, ფქვილი, ვერმიშელი, მაკარონი, ბურღული და სხვა სახელობის პროდუქტები, რაც ჩვენს ქსელში ყველაზე უფრო ხშირად იყიდება მომხმარებლის მხრიდან. შემდეგი კვირიდან, მაგალითად მაწვნის ნაცვლად, შესაძლოა სხვა რძის პროდუქტი იყოს წარმოდგენილი და შესაბამისად, ამ კატეგორიებში ვიტრიალებთ. უბრალოდ განახლდება პროდუქტების სახეობებიც და შესაბამისად, ბიუჯეტებიც და ბრენდებიც.

ხვალინდელ პროდუქტებს ვერ დავაანონსებ, დილიდანვე დაიდება სოციალურ ქსელში. ხვალინდელ ჯგუფში ისევ იქნება ბაკალეის მიმართულება, რაც სტანდარტულად ყველა კალათაში გვექნება. რძის პროდუქტებიდანაც აუცილებლად იქნება რამდენიმე პროდუქტი, ხორცის მიმართულებიდანაც. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, საიდანაც თითო ან ორი პროდუქტი ყველა აქციის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა სალომე ჭეიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები