არჩილ გორდულაძე „გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე - ევროკავშირის თუ გერმანიის ელჩზე თავდასხმებზე ერთი მაგალითი მოიყვანეთ - მეთქი და ისიც ვერ მოიყვანეს - იცით რატომ? იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს თავს არასდროს დასხმია და უსაფუძვლოდ არ გაუკრიტიკებია.

არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში გამოსვლისას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლება ხმას იმაღლებს საქართველოს მოსახლეობის მიმართ დაშანტაჟებისა და ზეწოლის მცდელობებზე“.

„ევროკავშირის თუ გერმანიის ელჩზე თავდასხმებზე ერთი მაგალითი მოიყვანეთ მეთქი და ისიც ვერ მოიყვანეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. როდესაც ჩვენ ხმას ვიმაღლებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ არსებულ დაშანტაჟების, ზეწოლის მცდელობებზე, ვენის კონვენციის და ისეთი ფუძემდებლური დემოკრატიული პროცესის უგულებელყოფაზე, როგორც არის კანონს უზენაესობა, ერთი ქვეყანა მაინც მითხარით, სადაც რომელიმე ქვეყნის ელჩი ესწრება სასამართლო პროცესს? ერთი ქვეყანა მაინც არსებობს ასეთი? მხოლოდ და მხოლოდ საქართველოა. არის თუ არა ეს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა? რა თქმა უნდა, არის. საქართველოში კონკრეტულ მოსამართლეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტაცია მოსთხოვეს, ამის შემდეგ დასაჯეს და არ წაიყვანეს ვიზიტით. როგორ შეიძლება საუბრობდე, თითქოს ჩვენი მხრიდან ევროინტეგრაციის მიმართულებით რაიმე გაჩერებულია, მაგალითად მოიყვანო ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადება და შემდეგ თვალი დახუჭო ევროკავშირის ელჩის წერილზე, რომელიც ადასტურებს, რომ ამ განცხადებამდე 6 თვით ადრე, მოლაპარაკებები ევროკავშირის მხრიდან იყო გაჩერებული. ეს იყო სუვერენიტეტის დაცვის მიზნით გადადგმულ ისეთ ნაბიჯებზე, როგორიცაა გარედან მიღებული თანხების გამჭვირვალობა, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ჩვენს სკოლებში და ბაღებში. რაც გაჩერდება, იმის ხელახლა გაჩერება როგორ შეიძლება იყოს შესაძლებელი, ეს შეიძლება იცოდეს მხოლოდ და მხოლოდ გახარიელმა „ნაცმა“, ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებულმა სხვა პირებმა და გარედან მათმა პატრონებმა. მერე ამ ყველაფერზე უნდა ააწყოს პოლიტიკური შოუ“,-განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ევროკავშირთან შეუსაბამო ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს.

„ევროკავშირის კანონებთან შეუსაბამო ნაბიჯებს დგამთო“- ჩვენ არასოდეს გვითქვამს და არ აგვიმაღლებია ხმა ზოგადად ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების მიმართ. ჩვენ ყოველთვის პასუხს ვცემდით და გავცემთ მომავალში ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. შემთხვევით ამ ბიუროკრატიას მომავალი ხომ არ აქვს, რომ ჩვენს სკოლებში და ბაღებში შესაძლებელი იყოს ლგბტ პროპაგანდის, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების?!“ - განაცხადა გორდულაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები