Bloom Fest 2026 - კულტურულ-ტურისტული და კურორტოლოგიური ფესტივალი თბილისში

ააიპ „ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ასოციაცია“ 2026 წლის 16–17 მაისს, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე, მართავს ორ დღიან მასშტაბურ კულტურულ და ტურისტულ ფესტივალს - Bloom Fest 2026.

ფესტივალის მიზანია საქართველოს კურორტოლოგიური პოტენციალის პოპულარიზაცია, ბალნეოლოგიური და ფიზიკური მედიცინის როლის წარმოჩენა თანამედროვე ტურიზმში, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან პლატფორმაზე წარმოდგენა. ამასთანავე, ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, მონაწილე კომპანიებს შორის B2B და B2C შეხვედრების ხელშეწყობას და შემდგომი თანამშრომლობების განვითარების სტიმულირებას.

ორდღიანი ღონისძიება გააერთიანებს დარგის ექსპერტებს, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ფართო საზოგადოებას. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართული ბალნეოლოგიის ტრადიციებსა და თანამედროვე მიდგომებს, ასევე ქვეყნის საკურორტო და ტურისტულ პოტენციალს.

ღონისძიება ტარდება თბილისის მერიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციი-ს მხარდაჭერით. ფესტივალის სპონსორები და პარტნიორები არიან Silk Hospitality, Borjomi, და BTL Company.

Bloom Fest 2026 აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას:

  • კურორტოლოგია და ველნეს გამოცდილება მინერალური წყლების, ბალნეოლოგიური თერაპიისა და ჯანმრთელობის თანამედროვე მიდგომების პრეზენტაცია;
  • კულტურა და ტრადიცია ქართული ხელოვნება, ადგილობრივი პროდუქცია, ცოცხალი წარმოდგენები და ლექციები.
  • ტურიზმი და მიმართულებები საქართველოს სხვადასხვა კურორტების, ტურისტული ლოკაციების, სამკურნალო და ველნეს მიმართულებების პრეზენტაცია, ტურისტული კომპანიებისა და სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება 50-მდე კომპანია ადგილობრივი პროდუქციითა და მომსახურებით, რაც ვიზიტორებს მისცემს შესაძლებლობას ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ ქართული პროდუქცია.

ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ელოდებათ ინტერაქტიული ზონები, ველნეს აქტივობები, კულტურული პროგრამა და ცოცხალი მუსიკა.

ფესტივალს ეწვევა ორი საერთაშორისო ბლოგერი იაპონიიდან, რომლებიც დეტალურად გაეცნობიან ღონისძიების თითოეულ მონაწილეს. მათი ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო პლატფორმებზე გავრცელდება ინფორმაცია როგორც თავად ფესტივალის, ასევე მონაწილე კომპანიებისა და ქართული კურორტოლოგიური და ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას.

ფესტივალი ღიაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების დეტალები:

• თარიღი: 16–17 მაისი

• ლოკაცია: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი (ვ.გორგასლის 9)

• დასაწყისი: 16 მაისი - 11:00 სთ- ; 17 მაისი - 12:00სთ

საკონტაქტო პირი: ნათია თევზაძე ააიპ „ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტის მოადგილე.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები