გრიგოლ გეგელია - ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი, აკეთებს იმას, რაც მოსწონთ რუსებს, რაც რუსებს სურთ და ახარებს

ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი, აკეთებს იმას, რაც მოსწონთ რუსებს, რაც რუსებს სურთ და ახარებს რუსეთს, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებას.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, არაერთგზის გვინახავს კრემლის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან „ამ რეჟიმის სასიქადულო საქმეების ქება - დიდება“.

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დასტური იმის, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ღიად რუსული რეჟიმი. ჩვენ უკვე არაერთგზის გვინახავს კრემლის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ამ რეჟიმის სასიქადულო საქმეების ქება-დიდება და ვნახეთ კიდევ ორი ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ რასაც ეს რეჟიმი აკეთებს ის რუსეთს მოსწონს. ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი, აკეთებს იმას, რაც მოსწონთ რუსებს, რას რუსებს სურთ და ახარებს რუსეთს. ეს ყველაფერი არის ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიევროპული საქმე, რასაც კოლექტიური მარია ზახაროვა, ზატულინები, ლავროვები შეიძლება აქებდნენ და არ შეიძლება იწონებდეს ნორმალურ ჭკუაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე 2026 წელს“,- აღნიშნა გეგელიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: „ევროკავშირმა რუსეთის იზოლირების მცდელობისას საქართველოზე „წაიბორძიკა“. მისი თქმით, „ბრიუსელი საჯაროდ მოითხოვს, რომ საქართველო ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები