ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები Broadway Junior®-ის ოფიციალური ლიცენზიით „ოლივერ ტვისტს“ „სახელოსნო 42-ის“ სცენაზე წარმოადგენენ

ბრიტანულ-ქართული აკადემია წარმატებით აგრძელებს საგანმანათლებლო თეატრის დამკვიდრებას საქართველოში და 13-14 მაისს „სახელოსნო 42-ის“ სცენაზე წარმოგიდგენთ მიუზიკლს Oliver! JR. წარმოდგენა მსოფლიოს წამყვან თეატრალურ სააგენტოსთან Music Theatre International გაფორმებული სპეციალური შეთანხმების საფუძველზე იდგმება.

პროექტი Broadway Junior® კოლექციის ნაწილია, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სცენარსა და მუსიკალურ მასალას, რომელიც ადაპტირებულია მოსწავლეებისთვის.

„ჩვენთვის ტრადიციად იქცა საერთაშორისო ლიცენზიით პროფესიონალური დადგმების შეთავაზება მაყურებლისთვის. Aladdin Jr-ის, Seussical Jr-ის, Matilda Jr-ისა და Peter Pan Jr-ის წარმატების შემდეგ, „Oliver! JR. კიდევ ერთი წარმატებაა ჩვენი მოსწავლეებისთვის,“ — აცხადებენ აკადემიაში.

აღსანიშნავია, სკოლის მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენაზე მუშაობდა სპეციალური შემოქმედებითი გუნდი:

  • პროექტის ხელმძღვანელი: მაგდა პაპიაშვილი
  • რეჟისორი: ნუცა მჭედლიშვილი
  • მუსიკალური ხელმძღვანელი: ნინო ქაჯაია
  • ქორეოგრაფი: ნატალია თევზაძე
  • სცენის მხატვარი: გურამ მახარაშვილი

Oliver! JR. ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული შოუა თეატრის ისტორიაში. მისი პრემიერა 1960 წელს ლონდონის „ვესტ-ენდზე“, ხოლო 1963 წელს „ბროდვეიზე“ შედგა. დადგმა ისეთი პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია, როგორებიცაა Tony და Olivier-ი. აღსანიშნავია, რომ Oliver! (1969) არის იმ ნამუშევართა შორის, რომლის ეკრანიზაციამაც საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ოსკარი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის MTI-ის ოფიციალური ლიცენზიით განხორციელებული დადგმებს უკვე რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები