ირაკლი ქადაგიშვილი „გახარია საქართველოს“ დეპუტატებს - პოლიტიკაში ნული ხართ, ქვეყანას უღალატეთ - ეს არის თქვენი ვერდიქტი!

აქ პოპულისტური განცხადებების მთელი კორიანტელია - შალვა ნათელაშვილამდე ძალიან შორი გზა გაქვთ გასავლელი! ასე რომ, იმეცადინეთ - იქნებ პოპულიზმში მაინც ვინმეს რამე რეალური პოპულისტური შესთავაზოთ! - პოლიტიკაში ნული ხართ, რადგან თავის დროზე ქვეყანას უღალატეთ, როცა სიმტკიცის გამოჩენა ყველაზე მეტად სჭირდებოდა! ეს არის თქვენი ვერდიქტი! - ამ განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატებს მიმართა.

ქადაგიშვილმა პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა გაიხსენა და ოპოზიციონერ კოლეგებს ბეგრაუნდისთვის შეხედვისკენ მოუწოდა.

“2021 წლის 16 თებერვალს უმრავლესობის შეკრება იყო, სადაც ასეთი საკითხი განიხილებოდა - “ნაციონალური მოძრაობა“ მისი ლიდერის ნიკა მელიას მეშვეობით პირდაპირ ამბობდა: ქვეყანაში ყველა ინსტიტუტს ჩამოვაქცევ, კანონებს არ დავემორჩილები, არც ერთი კანონი ამ ქვეყანაში არ შესრულდება და ვერც ერთი ინსტიტუცია ამას ვერ უზრუნველყოფს. მაშინ იმ შეკრებაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ან “ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციას აყოლილი ქვეყანა ჩამოიქცევა ან სახელმწიფო ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებს.

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია იყო, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მიღება უნდა უზრუნველეყო. მაშინ გიორგი გახარია მოგვიტრიალდა და დეპუტატებს მოგვმართა: - ხომ იცით ამ გადაწყვეტილებას დასავლეთისგან, საელჩოებისგან ძალიან ბევრი ჩარევა და კრიტიკა მოჰყვება, დაიწყება ზეწოლები, რომელიმე ხართ აქ ისეთი, ვინც ამ ზეწოლას არ გაუძლებთ და მერე ჩემკენ ხელს არ გამოიშვერთ?!

ამას თითქმის სტენოგრამის დონეზე გეუბნებით! რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვთქვით, რომ ყველანი პრემიერ-მინისტრის კი არა, სახელმწიფოს გარშემო დავდგებოდით და სახელმწიფოს არ ჩამოაქცევინებდით. ზუსტად ორ დღეში, დილას ეს ადამიანი ადგა და კურდღელივით გაიქცა, ქვეყანა და სახელმწიფო “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩამოშლის საშიშროების წინაშე დატოვა, რადგან ვიღაცას გარედან საქართველოს მიმართ სულ სხვა მიზნები ჰქონდა და არა დემოკრატისაა და ევროკავშირის სვლის ხელშეწყობის. სხვა რამისთვის ამზადებდნენ და დღესაც ცდილობენ, რომ მოამზადონ ეს ქვეყანა! მაშინ ჩაერთო ამ ფერხულში - სხვა ქვეყნების ინტერესების სამსახურში და არა საქართველოს ინტერესების და სახელმწიფოს დასაცავად და დღეს აქ ვიღაც მორალს გვიკითხავს.

ეგ მორალი არ გავა, იმიტომ რომ "ბექგრაუნდს" უნდა შეხედოთ!“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები