გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მაისს 09:00-იდან 09:05 საათამდე და 17:55-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩანადირთკარი, წითელსოფელი, მლაშე, ქუბრიაანთკარი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ჭიკაანი, ქავთარაანი, ქოჩორაანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, ცარდახი, წეროვანი, გოროვანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და ავჭალაში;

14:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, იაკობ რაინეგსის და მიმდებარე ქუჩებზე და დიდი დიღმის ნაწილში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები