საქართველოს პარლამენტი მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ქმნის.
საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია დადგენილება, რომლის მიხედვით, პარლამენტში შექმნილ მეგობრობის ჯგუფებს მაროკოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი დაემატება.
საკითხს ჯერ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.