პროკურორის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდზე დაკითხულმა ხუთმა მოწმემ დაადასტურა პოზიცია, რაც ბრალდებას გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ აქვს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოში ხუთი მოწმე დაიკითხა, ხუთივე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდს.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით, ადასტურებდა იმ პოზიციას, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია.

„საზოგადოებისთვის ფართოდ არის ცნობილი, რომ ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარემ დაიწყო მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს ჩვენ სასამართლოში წარმოდგენილი გვყავდა ხუთი მოწმე. ხუთივე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდს.

ცხადად შემიძლია განგიმარტოთ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით, ადასტურებდა იმ პოზიციას, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია. თუმცა, მათ მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს შინაარსობრივად ვერ მოვყვები, რადგან ამ ეპიზოდში კიდევ რამდენიმე პირია დასაკითხი და შემდეგი პროცესები სრულად დაეთმობა ამ მოწმეებს. შესაბამისად, წინასწარ ვისაუბრო და სამომავლოდ დასაკითხ პირებს ინფორმაცია მივაწოდო, არ იქნება მართებული.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი როდესაც იყო კახაბერ გვანცელაძე და შესაბამის პოზიციას იკავებდა იმ დროისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი, ამ პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისაგან თანხის აღება. მათ უნდა უზრუნველეყოთ, რომ ტენდერის შესაბამისად მოეხდინათ ბაგა-ბაღების უზრუნველყოფა სხვადასხვა ტექნიკით და შესაბამისად, რომ ეს მონაწილეობა განხორციელებულიყო და ეს სქემა შესრულებულიყო, გადმოეცემოდათ მათ თანხა და შესაბამისად ნაწილდებოდა. მეტ დეტალს ვერ ჩავშლი“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები