თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დანელიას ქუჩაზე, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა, მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის პროცესი შეაჩერა

დედაქალაქის მერია, საბურთალოზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიაში განუმარტეს, 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედანზე მომუშავე მძიმე ტექნიკის დაზიანება.

“დანელიას ქუჩაზე მშენებლობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის პროცესი შეაჩერა და მშენებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე დააჯარიმა 30 000 ლარით.

ვაკის რაიონში N01.14.05.009.142 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 მარტის N7832707 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 6 მარტიდან 2029 წლის 6 მარტის ჩათვლით. (დამკვეთი: "იდეა პანორამა 2" (ს/ნ 405606045)).

მიმდინარე წლის 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედანზე მომუშავე მძიმე ტექნიკის დაზიანება.

გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა საქართველოს მთავრობის 27.05.2014 წლის N361 დადგენილება ,,მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”, სამსახურმა სამართალდამრღვევი პირის მიმართ 2026 წლის 13 მაისს მიიღო N003980 დადგენილება 30 000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

ასევე, სამშენებლო პროცესის შეჩერების დადგენილება (N შ-150/26 13.05.2026 წ.), რომელიც ძალაშია მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე. კერძოდ, საჭიროა შესაბამისად დამუშავებული კონსტრუქციული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდეს გამაგრებითი სამუშაოები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ფერდის მდგრადობა და მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება. ასევე, გამაგრების სამუშაოების დასრულების შემდგომ, სავალდებულოა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნება განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობა ფერდის გამაგრების პროექტთან და მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება”,- აღნიშნავენ მერიაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები