გიორგი ვაშაძე - პოლიტიკოსები კაბინეტებში კი არ უნდა ისხდნენ, როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან, ხალხთან უნდა იყვნენ

„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერები “კარდაკარის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ.

ისინი ამჯერად მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ფლაერები დაარიგეს, რომელზეც 26 მაისის აქციის შესახებ ინფორმაცია არის განთავსებული. ისინი საზოგადოებას დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზეც გაესაუბრნენ და საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

“26 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ძალიან ბევრი ხალხი იქნება და ამ აქციას ძალიან საინტერესო შინაარსი ექნება. იქნება მსვლელობა - უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე წამოვალთ. გვექნება ბევრი სიახლე, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ მოვიდეს, ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესს ვიწყებთ.

ზოგადად, ხალხს ერთიანობა და ერთად დგომა გვჭირდება, რათა იმ ბევრ უსამართლობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გავუმკლავდეთ. ეს დღე არის 26 მაისი. საღამოს 19:00 საათზე დავიწყებთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა.

დაახლოებით, 10 ათასამდე ადამიანთან უკვე გვქონდა კონტაქტი. ეს კამპანია იმისთვის არის, რომ მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ 26 მაისს შეკრებაა. ასევე, გვსურს გავესაუბროთ საზოგადოებას, მოვისმინოთ მოქალაქეების აზრი. ზოგადად, ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები კაბინეტებში კი არ უნდა ისხდნენ, როგორც დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან, არამედ ხალხთან ერთად უნდა იყვნენ ქუჩაში. ეს კამპანია ყოველდღე გაგრძელდება”, - აღნიშნა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები