ლევან სამუშია - „ქართული ოცნება“ გვეუბნება,  რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, აბა, სწავლა-განათლებაზე იყო? - ეს მოქალაქეების დაცინვაა, სიტყვებით ჟონგლიორობაც აღარ გამოსდით

[ფასების შემსწავლელი] კომისია სწავლა-განათლებაზე იყო? სერტიფიკატები მიიღეს, გასცეს თუ რა გააკეთეს? ვინმემ გვითხრას, საქართველოს მოქალაქემ მათი კომისიის შედეგად, რა შეღავათი მიიღო? - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებას: „ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია“.

ლევან სამუშიას განცხადებით, როდესაც "ქართული ოცნება" ხალხს ეუბნება, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის კი არა, შესწავლისთვის იყო შექმნილი, დაცინვაა.

„დღეს გვეუბნებიან, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, ეს ხომ დაცინვაა - შედეგი კი არა, საქართველოს მოქალაქეების დაცინვაა. ფასების წინააღმდეგ "ბრძოლა" დაიწყეს, კარტელურ გარიგებებზე საუბრობდნენ ორი თუ სამი თვის წინ, ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მეხსიერება არ გვაქვს, ვერ ნახავენ მათ განცხადებებს? როცა მოკვლევები დაიწყეს ფასებთან დაკავშირებით, ნახეთ, კობახიძე რას საუბრობდა: "ბრძოლა დავიწყეთ, კვერცხის ფასმა დაიწიაო", ლამის ზარზეიმით აცნობეს ხალხს.

ნახეთ, რა სიტუაციაა დღეს, ეს ფასების დაწევის კომისიაა, თუ ფასების აწევის კომისია? დაიწია თუ აიწია ფასებმა? მიიღეს თუ არა შეღავათები საქართველოს მოქალაქეებმა. კომისია სწავლა-განათლებაზე იყო? ფასთა წარმოქმნას სწავლობდნენ? სერტიფიკატები მიიღეს, გასცეს თუ რა გააკეთეს, რა ქნეს ამ ადამიანებმა? ვინმემ გვითხრას, საქართველოს მოქალაქემ მათი კომისიის შედეგად რა შეღავათი მიიღო. შექმნილი კომისიის შემდგომ ფასებმა მოიმატა თუ დაიკლო? - რა თქმა უნდა, მოიმატა. სიტყვებით ჟონგლიორობა აღარც კი გამოსდით, წარმოუდგენელია. ხორცთან დაკავშირებით კობახიძე წარმოუდგენელ ფასზე საუბრობდა. რეგიონში შეხვედრებზე ვიყავი და გამწარებული იყო ხალხი, დაგვცინიანო, ამას გვეუბნებოდა ხალხი. ახლა რომ ეტყვი კომისია ფასების შემცირებისთვის კი არა, შესწავლისთვის იყო შექმნილიო, ეს ხომ დაცინვაა მოქალაქეების“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები