მეუფე დანიელი - შეწყალების საკითხის დაყენება მნიშვნელოვანია - ორი ბანაკია და ერთმანეთს აღიქვამენ მოღალატედ, ეს არის კატასტროფა - ეკლესია შეეცდება, მონახოს ფორმები, რომ შერიგებისკენ ნაბიჯები გადაიდგას

ეკლესია შეეცდება მონახოს ფორმები, რომ შერიგებისკენ ნაბიჯები გადაიდგას, - შესაბამისი განცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.

მიტროპოლიტმა უპასუხა აქციების ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვაზე და განაცხადა, რომ ეკლესიის მხრიდან საკითხის დაყენება მნიშვნელოვანია.

„ერთია ჩვენი ემოციური, ქრისტიანული თხოვნა, რომ შევიწყალოთ დამნაშავე - უბრალოდ შევიწყალოთ, შეიძლება, ასეთი რამ წმინდა ქრისტიანული პოზიციებიდან იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მაინც სახელმწიფო სეკულარულია, შეიძლება, ეს პრინციპი ასე მარტივად ვერ განახორციელოს. ვფიქრობ, რომ ეკლესიის მხრიდან საკითხის დაყენება ყოველ შემთხვევაში მაინც მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო შეეცდება, რომ რაღაც ფორმები გამონახოს“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

მიტროპოლიტმა ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციის ხარისხზე და აღნიშნა, რომ განსხვავებული პოზიციები აუცილებელია, თუმცა მხარეების მხრიდან ერთმანეთის მოღალატედ აღქმა, არის კატასტროფა, რადგან - შეუძლებელია დიალოგი თუ გამოვრიცხავთ მეორე ადამიანში რაიმე ღირსებას“.

მეუფე დანიელის თქმით, საპატრიარქომ უნდა მოუწოდოს საზოგადოებას, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენით საუბარი.

„საერთოდ, შერიგებისთვის აუცილებელია, რომ გავიაზროთ: საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, (ძალიან მცირეა, რომელიც თავის თავს რომელიღაც ბანაკში არ აღიქვამს) სამწუხაროდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, უმრავლესობა, აღიქვამს თავს ერთ ან მეორე მხარეს. განსხვავებულ პოზიციებზე დგომა შეიძლება საშიში კი არა, სასარგებლოც იყოს საზოგადოებრივი განვითარებისთვის და შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჭეშმარიტება კამათში იბადება, მაგრამ თუ კამათი იღებს კატეგორიულ, რადიკალურ ფორმებს, აგრესიულ ფორმებს რასაკვირველია არ შეიძლება იყოს სარგებლობის მომტანი.

მეჩვენება, რომ ტელევიზიებმა, საპატრიარქომ უნდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენაზე ლაპარაკი, არ შეიძლება ერთმანეთის მოღალატედ გამოცხადება. ორი ბანაკია და აბსოლუტური უმრავლესობა მეორე მხარეს აღიქვამს მოღალატედ - ერთმანეთს აღიქვამენ მოღალატედ, ასე ძახილი ერთმანეთისთვის, რომ „შენ მოღალატე ხარ“, მგონი, არის კატასტროფა, რადგან შეუძლებელია დიალოგი თუ გამოვრიცხავთ მეორე ადამიანში რაიმე ღირსებას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა და დასძინა: „ეკლესია შეეცდება, მონახოს ფორმები, რომ შერიგებისკენ ნაბიჯები გადაიდგას“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები