მეუფე დანიელი - ინტრონიზაციაზე არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, არ ვფიქრობ, რომ მათი არდასწრების მიზეზი პროტესტი იყო - თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ

პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, მას [ჩემთვის] უთქვამს, რომ ძალიან მძიმე იყო პასუხისმგებლობა, ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მიტროპოლიტი დანიელის თქმით, აღსაყდრების დროს პატრიარქ შიოს თვალზე ცრემლი ბევრ რამეს ნიშნავდა და პირველ რიგში ეს იყო მისიის გააზრების, სიხარულის და მადლიერების ცრემლი.

„ცრემლი პატრიარქის თვალზე ბევრ რამეს ნიშნავდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შეგნება და გააზრება იმისა, რომ პიროვნებას ღმერთმა ასეთი მისია დააკისრა. რასაკვირველია, ეს იყო უდიდესი მადლიერების განცდა. ეს იყო სიხარულის ცრემლი, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სიხარული, ეს არის რაღაც ძალიან ამაღლებული. სხვა რამესაც ვიტყვი, ეს ორი თვე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დაძაბული იყო ყველასთვის, იყო შიში, როგორ განვითარდება, რა შედეგები გვექნება, მე ვიცი, რომ პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, ჩვენც არ გვეძინა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მას [ჩემთვის] უთქვამს, რომ ძალიან მძიმე იყო ეს პასუხისმგებლობა, ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით. გარდა წმინდა ადმინისტრაციული [საკითხებისა], რომ ღირსეულად მოხდეს ყველაფერი, ეს ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს, მაგრამ ამას ემატებოდა სწორედ ის, რომ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო ეს. დღეს შემოგვეხმიანა ჩემი ოჯახის ახლობელი ქალბატონი, რომელიც ასი წლის ხდება და თქვა, რომ ძალიან მეშინოდა, რომ პატრიარქის შემდეგ დაიწყებოდა არეულობა და განხეთქილება და გუშინ რომ ვუყურე კურთხევას, ეს შიში გამიქრა. მე მგონი, ეს შიში მთელს საზოგადოებაში გაქრა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

მიტროპოლიტი დანიელის თქმით, წმინდა სინოდის წევრი ეპისკოპოსები აცნობიერებენ, რომ თუ არ გაერთიანდებიან, იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ აწევენ.

მისივე თქმით, პატრიარქ შიოს აღსაყდრებას ორი ეპისკოპოსი არ ესწრებოდა, მაგრამ მათი არ დასწრების მიზეზი პროტესტი არ ყოფილა.

„პატრიარქ ილია მეორის დროს შეიძლებოდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო თავისუფალი, ლაღი, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს განცდა, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ. არ უნდა გავუცრუოთ იმედი არც ჩვენს პატრიარქს[ილია მეორე], რომელმაც ამდენი იზრუნა, ამდენი ჩადო, ჯერ სასულიერო დასში, შემდეგ საზოგადოებაში, მრევლში.

გუშინდელ დღეს[ინტრონიზაციას] ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ მათი არ დასწრების მიზეზი იყო პროტესტი. არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, რომელიც მიესალმა და ძალიან კეთილგანწყობილია ახალი პატრიარქის მიმართ“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს