ტატა ხვედელიანი - „ქართული ოცნების“ კორუმპირებულობის ფონზე ფასების შემცირება შეუძლებელია - ბატონი ბერეკაშვილი ოფიციალური მილიონერია და დასცინის გაჭირვებულ მოსახლეობას, როდესაც ამბობს, რომ კომისია ფასების დაკლების მიზნით არ შეუქმნიათ

ნებისმიერი თემა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი სამთავრობო გუნდი შეეხო, ჩააფლავეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტატა ხვედელიანის თქმით, „ქართული ოცნება“ დასცინის გაჭირვებულ მოსახლეობას, როდესაც ამბობენ, რომ პარლამენტში კომისია ფასების დაკლების მიზნით კი არ შეიქმნა, არამედ შესასწავლად.

„შეხედეთ საგარეო ურთიერთობებს, ჩვენ საერთოდ ვექტორი აღარ გვაქვს, აღარ გვაქვს არავითარი წინსვლა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ძალიან დიდ სარგებლებს გვაწვდიდნენ. ფასების მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით, თავს იწონებენ ეკონომიკური ზრდით მაშინ, როდესაც ინიციატივა ფასების კლებაზე, პირიქით მოუბრუნდათ ჩვენ მოქალაქეებს ფასების მომატების შედეგით.

როდესაც პასუხისმგებლობიანი მთავრობა ხარ და აანონსებ ფასების შემცირებას, ხოლო ახლა საკუთარი ქმედებებით ფაქტობრივად დასცინიან ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას. ბატონი ბერეკაშვილი ოფიციალური მილიონერია და საქართველოს პარლამენტშია, კომისიას ხელმძღვანელობს, დასცინის მოსახლეობას მაშინ, როდესაც იძახის, რომ ჩვენ ფასების დაკლების მიზნით კი არ შევქმენით კომისია, ფასების შესასწავლად შევქმენითო. ბოდიში, შეკითხვა მაქვს, აქამდე, 14 წელი რას აკეთებდნენ, სად იყო კონკურენციის სააგენტო, რომელმაც ყოველდღიურად უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვეუბნებით, არ გამოვა, მათი კორუმპირებულობის ფონზე ფასების შემცირება შეუძლებელია“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში