Reuters - აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საკმარისი ხმები შეაგროვეს, რათა კენჭისყრაზე გაიტანონ უკრაინის დახმარების საკითხი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საკმარისი ხმები შეაგროვეს, რათა კენჭისყრაზე გაიტანონ უკრაინის დახმარების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პეტიციას 218 კონგრესმენის ხელმოწერა სჭირდებოდა.

კალიფორნიის წარმომადგენელმა, კევინ კაილიმ 13 მაისს მოაწერა დოკუმენტს ხელი და, შესაბამისად, პეტიციამ საკმარისი ხმები მოიპოვა, რათა წარმომადგენელთა პალატას კენჭისყრა აიძულოს, რომელიც სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაიმართება.

მედიის თანახმად, პეტიცია, რომელმაც 218 ხმა მოიპოვა, წარმომადგენელთა პალატას კენჭისყრის გამართვის საშუალებას აძლევს, თუნდაც მის წინააღმდეგ სპიკერი მაიკ ჯონსონი გამოიდოდეს, რომელიც დღის წესრიგს განსაზღვრავს.

ცნობისთვის, უკრაინის დახმარების კანონპროექტი სამ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი უკრაინისა და ნატო-ს მხარდაჭერას ადასტურებს და უკრაინის აღდგენაში დახმარების ზომებს მოიცავს (კერძოდ, უკრაინის აღდგენის საკითხებში სპეციალური კოორდინატორის თანამდებობის შექმნას).

მეორე , 1 მილაირდ დოლარზე მეტის გამოყოფას კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარამდე დამატებით დახმარებას პირდაპირი სესხების სახით.

მესამე - რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის შემოღებას, კერძოდ კი საფინანსო დაწესებულებების, ნავთობისა და სამთომომპოვებით მრეწველობებისა და რუსი ჩინოსნების წინააღმდეგ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში