პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დიდ სახალხო დარბაზში აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს.

სი ძინპინისთან შეხვედრამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, მიაჩნია, რომ ურთიერთობა „უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე“.

ამასთან, ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა, რომ შესანიშნავი ლიდერია.

„თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ, ამას ყველას ვეუბნები, თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ. ზოგჯერ ხალხს არ მოსწონს, როცა ამას ვამბობ, მაგრამ მაინც ვამბობ, რადგან ეს სიმართლეა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, შეხვედრის დასაწყისში სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები აჭარბებს განსხვავებებს. ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერები ირანთან მიმდინარე ომის, ასევე ტაივანისა და ბირთვული იარაღის საკითხებს განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ასევე განიხილავენ იშვიათი მინერალების შესახებ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების გახანგრძლივებას - მინი-ზავის შეთანხმების საკითხს სავაჭრო ომში, რომელიც იშვიათი მინერალების ჩინეთიდან აშშ-ში მიწოდების საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში