სი ძინპინი - თუ ტაივანის საკითხი სწორად არ იქნება წარმართული, შესაძლოა, ორი ქვეყანა ერთმანეთს შეეჯახოს ან კონფლიქტშიც კი შევიდეს

მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტაივანის თემა წამოჭრა, - ინფორმაციას CNN-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“.

“თუ საკითხი სწორად იქნება წარმართული, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. თუ ის სწორად არ იქნება წარმართული, შესაძლოა, ორი ქვეყანა ერთმანეთს შეეჯახოს ან კონფლიქტშიც კი შევიდეს, რაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ძალიან საშიშ მდგომარეობაში ჩააყენებს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს