ანდრეი ერმაკი - უკრაინაში ვრჩები, დასამალი არაფერი მაქვს - ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამასთან, ერმაკის თქმით, გირაოს შესატანად საჭირო თანხა არ აქვს და შეეცდება თანხა „მეგობრებსა და ნაცნობებს შორის“ მოიძიოს.

ანდრეი ერმაკმა პროცესზე აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს.

„მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა“, - განაცხადა ერმაკმა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ანტიკორუფციულმა სასამართლომ ერმაკს 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 140 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში