ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინაზე თავდასხმა 670-ზე მეტი დრონისა და 56 რაკეტის გამოყენებით განახორციელეს - ეს ნამდვილად არ არის მათი ქმედება, ვისაც სჯერა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება

რუსებმა უკრაინაზე თავდასხმა 670-ზე მეტი დრონისა და 56 რაკეტის გამოყენებით განახორციელეს - ეს ნამდვილად არ არის მათი ქმედება, ვისაც სჯერა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„კიევში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობის ნაწილი მთლიანად განადგურებულია. ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსული ძალების მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო.

„სულ, გუშინდელი შუაღამის შემდეგ, რუსეთმა ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცის დასაცავად მხარდაჭერა გაგრძელდეს. PURL ინიციატივა საჭიროა, რათა უკრაინამ მსგავსი ბალისტიკური დარტყმებისგან თავის დაცვა შეძლოს. ასევე, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში