ლევან ხაბეიშვილი - 27 წუთი ათეულობით „რობოკოპმა“ ფაქტობრივად წამება გამატარა, აქედან, ამბობენ, ორი დავიჭირეთო - მზად ვარ, პირადი მაგალითით ვაპატიო ჩემზე მოძალადეებს, ვერ ვაპატიებ ვერასდროს ახალგაზრდების დასახიჩრებას

300-500 ადამიანის წამებას ეს კინკილა 5 ადამიანი ვერ ჩაიდენდა. მთავარია, დავალებების გამცემი, წამების ორგანიზატორი, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ და პლუს, ხუთი კი არა, ასეულობით მოძალადე, მწამებელი გამოაშკარავდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას პირადი შურისძიება მასზე მოძალადეების მიმართ არ გააჩნია, თუმცა მისივე შეფასებით, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს თუ ვინ არის ის 5 პირი, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დროს მიმდინარე აქციებზე ხალხზე ძალადობდა.

„27 წუთი ათეულობით „რობოკოპმა" ფაქტობრივად წამება გამატარა. აქედან, ამბობენ, ორი დავიჭირეთო. ჩემთვის ესეც დაუდასტურებელია, ეს ორი რეალურად იყო თუ არა მონაწილე, მაგრამ როგორც უნდა იყოს და რაც უნდა იყოს, შეთავაზება მაქვს პროკურატურასთან - ვაპატიებ დაკავებულ ჩემზე მოძალადეებს და არანაირი პირადი შურისძიება არ მამოძრავებს. ჩემთვის საინტერესოა იმ ასეულობით ახალგაზრდის წამების დამაორგანიზებელი, მათი დამსახიჩრებელი.

ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს, რასაც ვულოცავ სრულიად საქართველოს და პირადად შიო მესამეს. შესაბამისად, მზად ვარ, პირადი მაგალითით ვაპატიო ჩემზე მოძალადეებს. ვერ ვაპატიებ ვერასდროს ახალგაზრდების დასახიჩრებას, მაგრამ საკუთარ თავზე მზად ვარ.

უნდა გვესმოდეს, რომ 300-500 ადამიანის წამებას ეს კინკილა 5 ადამიანი ვერ ჩაიდენდა. მთავარია, დავალებების გამცემი, წამების ორგანიზატორი, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ და პლუს, ხუთი კი არა, ასეულობით მოძალადე, მწამებელი გამოაშკარავდეს.

მივმართავ რეჟიმს, როგორც ხედავთ (ჩემი მწამებლებისგან) არც აღიარებას, არც პატიებისთვის მომართვას არ ვითხოვ და რაც პირადად მე მიკავშირდება, ამას ვაცხადებ. საზოგადოება კი იმსახურებს იცოდეს, ვინ არის, თუნდაც ეს 5 ადამიანი“,- წერს ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში