მიხეილ სააკაშვილი - წინააღმდეგობის მოძრაობაა მოსამზადებელი და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება - ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით

წინააღმდეგობის მოძრაობაა მოსამზადებელი და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება. ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, როგორ და რატომ შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობა“?

2001 წელს მოკლეს ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ჟურნალისტი, გიორგი სანაია (ვახოს ძმა) ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად და მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა. ეს იყო სპონტანური და არაორგანიზებული პროტესტი, რომელიც ასე მე-3 დღეს ჩაიფუშა და გაბანძდა.

სწორედ მაშინ ვუთხარი ლევან ბერძენიშვილს, რომ ჩვენ უნდა დაგვეფუძნებინა საერთო სახალხო მოძრაობა, რევოლუციის მოხდენის მიზნით და ასე ჩამოყალიბდა ენმ, რომელსაც ჰყავდა ძალიან ბევრი აქტივისტი რეგიონებში, რომელთაც იცოდნენ, რომ უნდა მოეხდინათ რევოლუცია. შევქმენით სკოლა ცხვარიჭამიაში, სადაც ყველა აქტივისტს ვასწავლეთ რევოლუციის ტაქტიკა.

მე ილუზია არ მქონდა, რომ შევარდნაძე და კორუმპირებული ისტებლიშმენტი რევოლუციის გარეშე დათმობდნენ ხელისუფლებას. უკვე ჩასაფრებული იყვნენ პატარკაციშვილი და ივანიშვილი. თვითონ შევარდნაძის ოჯახის შემცვლელად სურდა გია ჭანტურია (საქ. ნავთობის უფროსი), მაგრამ მას შემდეგ რაც მათ არჩევნები გაგვიყალბეს, როგორც მოსალოდნელი იყო, რევოლუციურმა სცენარმა ჩაშალა მათი გეგმები, მაგრამ ამისთვის, ეს წინააღმდეგობის მოძრაობაა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება. ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით“- წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში