შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ სანქცირებაზე - ბრიუსელი მართალ სიტყვას უფრთხის - უფრო მკაცრი წესები ყოფილა ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს პარლამენტში, ვიფიქრებთ, ჩვენთანაც იგივე გავრცელდეს თუ არა

ეს არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ - ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა პწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციასთან დაკავშირებით რეგულაციები „10-ჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში“.

პაპუაშვილი ამბობს, რომ აპირებს იფიქროს, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის წესებში შეიტანოს თუ არა ზუსტად ისეთივე ცვლილებები, როგორიც ევროპარლამენტშია.

„რა თქმა უნდა, ეს არის იმ კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ. ფაქტია, რომ მთავარი, რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, არის მართალი სიტყვა. როგორც ჩანს, ძალიან აფრთხობთ ის სიმართლე, რომელიც საბოლოო ჯამში, ესმით. არ მუშაობს მთელი ის პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონობით იხარჯებოდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ ეს არის საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვის ნაწილი. ეს არის მედიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების გაგრძელება, რომლის მიზანია, დაიხუროს თავისუფალი მედია. დიდი ხანია მუქარას ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა პწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

მეორე მხრივ, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფრის მოსმენა. ევროკავშირმა დახარჯა ასობით ათასი ევრო იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი. აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით იყო საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა. აღმოჩნდა, რომ თურმე, ევროპარლამენტში არის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი წესია, ჟურნალისტს შეუძლია დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ თუკი რესპონდენტი ეტყვის რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, უნდა შეწყვიტოს. აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში თურმე წინასწარი თანხმობაა საჭირო. საინტერესოა, ვიფიქრებთ ამაზე. მეორე - როდესაც ირღვევა წესი, სანქცია გვაქვს, აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერება და განმეორებით კი 6 თვით. რამდენი წლით შეუჩერეს „იმედს“?! 1 წლით. კარგია, ამაზეც ვიფიქრებთ. მე ვაპირებ ვიფიქრო, შევიტანო თუ არა შესაბამისის ცვლილებები აკრედიტაციის წესში. პირველი - ვიფიქრო ამაზე, შევიტანო ცვლილებები თუ არა რომ წინასწარ თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებიდან, თუკი ევროპული წესი ეს ყოფილა. მეორე - აკრედიტაციის შეჩერების ვადებზეც ვიფიქრებ. ხომ ნახეთ რა წესები ყოფილა ევროპარლამენტში, ვიფიქრებთ, ჩვენთანაც ზუსტად იგივე წესები გავრცელდეს თუ არა.

არსებობს კარგი სიტყვა „ფარისევლობა“. უნდა მიხვდეთ რა ფარისევლობაა ევროპარლამენტში, ბრიუსელში. რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „იმედის“ განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა. ტელეკომპანიის ცნობით, მიზეზი ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიენესთან ინტერვიუს მცდელობა გახდა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს