შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის პლენარულ სხდომაზე განხილვა არ იგეგმება

კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქსელების ნაწილი გარკვეულ პროდუქტებს მოქალაქეებს მუდმივად დაბალ ფასში შესთავაზებენ და ამას ერთჯერადი სააქციო ხასიათი არ ექნება.

„ნახეთ, რომ ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის, საერთო ჯამში, პროდუქტებით ვაჭრობის უმეტესი ნაწილი, თქვა, რომ გამოყვეს კონკრეტული პროდუქტების სია, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც ვთქვათ, კვირაში ერთხელ ყოფილიყო და მეორე დღეს არა, არამედ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტებისა, რომელზეც მუდმივად, ყოველ დღეს, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა, იმ პროდუქტზე იქნება ყველაზე დაბალი ფასი, რომელიმე მწარმოებლისა. ასე რომ აქაც, კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის პლენარულ სხდომაზე განხილვა არ იგეგმება.

„ანგარიში გადაეცა ბიუროს და ბიურომ ეს ცნობად მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამოტანა არ არის დაგეგმილი. თავად პროცესი საჯარო იყო. მე მგონი, ჩართული იყო მთელი ქვეყანა, მედიის, მოსახლეობის ჩათვლით და საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით. ასე რომ, ყველა მიგნება და დასკვნა საჯარო და განხილულია ისედაც. ისედაც საჯარო დოკუმენტია, გამოქვეყნდა. ისედაც ცნობად აქვს მიღებული მთავრობას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში