შალვა პაპუაშვილი - მოლდოვისგან არ მიკვირს, რადგან შიდა მოლდოვური მედიის შეზღუდვა ეს ფაქტია, რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე

მოლდოვისგან არ მიკვირს, რადგან შიდა მოლდოვური მედიის შეზღუდვა ეს ფაქტია, რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე. ყველგან გამართლებებს პოულობენ, რომ ისინი დეზინფორმაციულები და პრორუსულები არიან. ადვილია იარლიყი მიაკერო, როგორც ასი წლის წინ აკეთებდნენ, ვინ არის შენი გამკითხავი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვაში „ერთი კრიტიკული კითხვა არ ისმის“.

„[მოლდოვაში] არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არსებობს, მიაწებებენ რაიმე იარლიყს, ვისაც რა უნდა, ხურავენ ტელევიზიებს, ხურავენ პარტიებს და ერთი კრიტიკული კითხვა არ ისმის. რატომ არ აკრიტიკებენ ქალბატონ სანდუს, რადგან, როდესაც დასჭირდებათ ეტყვიან, რომ - „შენ საქართველოზე გააკეთე განცხადება“ და გახსოვთ, 4 ოქტომბერს სანდუმ მხარი დაუჭირა საქართველოში ხელისუფლების დამხობას, როდესაც მისი კოლეგის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი. სანდუმ მოუწოდა მოძალადეებს გაეგრძელებინათ შტურმი. პატივს არ სცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, სანდუ ამბობს, რომ მას მოლდავეთის სახელმწიფოებრიობა არაფრად მიაჩნია და მზად არის სხვა ქვეყანას შეუერთოს და სახელმწიფოებრიობაზე უარი თქვას, ასე, რომ გასაკვირი არაფერია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია "იმედმა" თავად გაავრცელა. ტელეკომპანიის თანახმად, მიზეზი ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიანესთან ინტერვიუს მცდელობა გახდა. მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში