ვიკა ფილფანი - „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო - ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა

ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო - „ოცნების” ხელისუფლება მათ კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ პრიორიტეტი ხალხი კი არა, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ზრუნვაა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ხალხს მოწყალება არ უნდა, ხალხს ღირსეული ცხოვრება უნდა და ეს მოთხოვნა არც რადიკალურია, არც შეუძლებელი, ეს არის მინიმუმი, რაც საკუთარ მოქალაქეს ქვეყანამ უნდა მისცეს“.

„დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, მინისტრებს, სახელმწიფო რწმუნებულებს (გუბერნატორებს) და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

ფასების კომისიის და კობახიძის კრახის პირობებში, გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო მარკეტებში, ცდილობენ, კვლავ მოატყუონ მოქალაქეები, ხორცი 37 ლარი გახადეს და წიწიბურა 5 თეთრით გააიაფეს და, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო.

დღეს, როცა მოქალაქეების უმრავლესობას ყოველდღიურად გაძვირებულ პროდუქტებთან, გაზრდილ გადასახადებთან და მძიმე სოციალურ პირობებთან უწევს ბრძოლა, „ოცნების” ხელისუფლება მათ კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ პრიორიტეტი ხალხი კი არა, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ზრუნვაა.

სულ ცოტა ხნის წინ „ოცნებამ” არ დაუჭირა მხარი რიგითი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდას, მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას, პენსიის ზრდას 200 ლარით ზრდას, მაგრამ ამის პარალელურად დააინიცირეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც თანამდებობის პირებისთვის ფულადი ჯილდოებისა და პრემიების გაცემას ითვალისწინებს, იმ მაღალჩინოსნებისთვის ვისი ხელფასიც ისედაც 6-ჯერ მეტია საბავშვო ბაღის მასწავლებლის ხელფასზე, პენსიაზეც და რიგითი თანამშრომლის ხელფასზეც.

ადამიანებს, რომელთაც ერთადერთი რამ, საკუთარი შრომა გააჩნიათ, მის დაფასებაზეც უარი უთხრეს. ყოველ მეორეს ამ ქვეყანაში ბანკის სესხი აქვს, სესხი აქვს იმიტომ რომ ხელფასით დანაზოგი არ კეთდება და არც საბაზისო საჭიროებისთვისაა საკმარისი, სესხი აქვს 18%-25%, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაშინ როცა-ევროკავშირის ქვეყნებში საბანკო სესხის პროცენტი 3-დან 7%-მდე მერყეობს.

როცა ქვეყანაში ახალგაზრდა ადამიანი ორ სამსახურში მუშაობს და მაინც ვერ ახერხებს ბინის ქირის გადახდას, როცა ოჯახები წამლებს ცალობით ყიდულობენ, როცა მოქალაქეები ყოველდღიურად სესხებით ინარჩუნებენ არსებობას, ასეთ დროს ხელისუფლებისთვის პრემიებისა და ჯილდოების საკითხი მთავარი პრიორიტეტია.

ფასების შემსწავლელი კომისია დაასრულეს, ფასები კი კვლავ ყოველდღიურად იზრდება, მოქალაქეებს კი მხოლოდ ორი რამ უთხრეს: პირველი - რომ ფასები კვლავ გაიზრდება და მეორე რჩევის სახით, რომ ვადაგასული პროდუქტის დახლებიდან შეიძინონ საკვები.

დღეს ქვეყანაში ღირსების კრიზისია! არ იმსახურებენ ქართველები ასეთ ცხოვრებას, ქართველები სახელმწიფოს იმსახურებენ, სახელმწიფოს, სადაც რეგიონში დაბადება ნაკლებ შესაძლებლობას არ ნიშნავს, სადაც შრომა ფასდება, სადაც ახალგაზრდა საკუთარ მომავალს აქ ხედავს და არა უცხო ქვეყანაში. იმიტომ რომ ხალხს მოწყალება არ უნდა, ხალხს ღირსეული ცხოვრება უნდა და ეს მოთხოვნა არც რადიკალურია, არც შეუძლებელი. ეს არის მინიმუმი, რაც საკუთარ მოქალაქეს ქვეყანამ უნდა მისცეს!,“ - განაცხადა ფილფანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში