სოფო ხორგუანი - კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს - კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

ირაკლი კობახიძე კახა კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! - პარლამენტში წარმოდგენილი კანონის პროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს, - ეს განცხადება ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფო ხორგუანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა და ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომლის მიხედვით, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს, მთავრობის ნაცვლად, თბილისის საკრებულო დაადგენს.

ხორგუანის თქმით, კანონპროექტი მორგებულია თანამდებობის პირებსა და „დელეცებზე“. ხორგუანმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა, რომ როცა საუბარია კულტურული მემკვიდრეობაზე, საქმეს განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდონ.

„ირაკლი კობახიძე კახა კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს. კობახიძის ეს პოზიცია არ მიკვირს და ვაღიარებ, რომ მესმის - შეუძლებელია და რთულია პასუხისმგებლობა აიღო დედაქალაქის მერზე, რომელიც თავად აცხადებს, რომ პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავზე. დიახ, მოცემულობაა, რომ ირაკლი კობახიძეს ზოგადად პასუხისმგებლობის აღება უჭირს - მას თანამდებობა უნდა, მაგრამ პასუხისმგებლობა, რომელიც ამ თანამდებობას მოჰყვება გააზრებული არა აქვს.

კანონპროექტი სწორედ ამას ადასტურებს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა სულ უფრო მეტად ამტკიცებდეს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაიცავდა, პრაქტიკულად, ამ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.

კულტურული მემკვიდრეობა არის საგანძური. სააგენტო ძალიან კარგი, პროფესიონალი ახალი უფროსი ჰყავს და მისი პრინციპულობის იმედი გაქვს

თურმე ჩვენი კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს. „დელეცი“ ჰქვია ადამიანს, რომელიც ფიქრობს როგორ აარიდოს კანონს თავი და არა ბიზნესმენი, კომერსანტი ან საქმოსანი. ასეთები გვყავდა - მაგალითად, ვანი სარაჯიშვილი, მაგრამ ახლა ბევრი „დელეცი“ გვყავს“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს თბილისის საკრებულო დაადგენს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში